გაოცემა Politico-ს ცნობით, გერმანიაში ულტრამემარჯვენე პარტია „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ყველაზე პოპულარული პარტიაა.
ახალი სოციოლოგიური კვლევის მიხედვით, გერმანიაში დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს „ალტერნატივა გერმანიისთვის“ ამომრჩეველთა ხმების 26% მიიღებდა.
ეს მაჩვენებელი 2%-ით მეტია გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის პარტიის „ქრისტიან დემოკრატიული კავშირის“ რეიტინგზე.
გამოცემა მკითხველს ახსენებს, რომ გერმანიაში მომდევნო საპარლამენტო არჩევნები 2029 წელს ჩატარდება.
კომენტარები