ტელეკომპანია CBS News-ის ინფორმაციით, შეერთებული შტატები ამჟამად მუშაობს აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრის ორგანიზებაზე.
მოლაპარაკებებთან დაახლოებული ორმა წყარომ CBS News-ს განუცხადა, რომ აშშ შეხვედრის ჩასატარებლად შესაბამის ადგილს ეძებს. მათი თქმით, შეხვედრა შესაძლოა უკვე მომდევნო კვირის ბოლოს გაიმართოს.
დამატებითი დეტალები, მათ შორის შეხვედრის ზუსტი თარიღი და ადგილი, ჯერჯერობით უცნობია.
კომენტარები