იტალიის კუნძულ ლამპედუზათან მიგრანტების ნავი ჩაიძირა. ამის შესახებ გაერო-ში განაცხადეს. შემთხვევის შედეგად, სულ მცირე, 20 ადამიანია დაღუპული.
გაერო-ს ლტოლვილთა ორგანიზაციის (UNHCR) წარმომადგენელმა, ფილიპო უნგარომ ღრმა მწუხარება გამოხატა კატასტროფის გამო და თქვა, რომ კიდევ მეტი ადამიანი შეიძლება იყოს დაკარგული ზღვაში.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ლამპედუზას სანაპიროსთან კიდევ ერთი კატასტროფის გამო, სადაც გაერო-ს ლტოლვილთა ორგანიზაცია ეხმარება გადარჩენილებს. როგორც ჩანს, 20 ცხედარია ნაპოვნი და ამდენივე დაკარგულია“, – წერს უნგარო სოციალურ მედიაში.
როგორც ცნობილია, ნავზე სულ 97 ადამიანი იმყოფებოდა. აქედან მაშველებმა 70-მდე ადამიანის გადარჩენა შეძლეს.
კომენტარები