აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შეხვედრა ალასკის შტატის ქალაქ ანკორიჯში დღეს, ადგილობრივი დროით 11:00 საათზე გაიმართება, – ამის შესახებ თეთრი სახლის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ ტრამპი თეთრ სახლს პარასკევს, ადგილობრივი დროით 06:45 საათზე დატოვებს, ხოლო ანკორიჯს იმავე დღეს, ალასკის დროით – 17:45 საათზე.
„თეთრ სახლში აშშ-ის პრეზიდენტი შაბათს, დილით ადრე დაბრუნდება“, – აღნიშნულია განცხადებაში.
კომენტარები