აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და რუსეთის ლიდერის ვლადიმერ პუტინის შეხვედრამდე ერთი დღით ადრე ალასკაში უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ქალაქ ანკორიჯში უკრაინის დროშებით ასობით ადამიანი გამოვიდა. აქცია ორგანიზაცია „სთენდ აფ ალასკის“ მიერ იყო ორგანიზებული.
მომიტინგეები აცხადებდნენ, რომ პუტინი ომის დამნაშავეა და შეერთებულ შტატებში მის მიწვევას აპროტესტებდნენ.
კომენტარები