ევროკავშირი გვიტევს იმიტომ, რომ შეტევა გადაითარგმნოს შემდეგ საზოგადოების გარკვეული ნაწილის, განსაკუთრებით ახალგაზრდების უკმაყოფილებაში, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ ევროკავშირის მოთხოვნაზე, რომ ხელისუფლებამ ის კანონები გააუქმოს, რომელიც გამჭვირვალობას და ოჯახური ღირებულებების დაცვას უზრუნველყოფს.
„არსებობს გარკვეული ამოცანა, რომლის რეალიზაციისთვის გვთავაზობენ მიზეზს ამ უსამშობლო ადამიანების [ციხიდან] გამოსაყვანად. გვიტევს ევროკავშირი მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურად არანაირი კავშირი ამას [ვიზალიბერალიზაციის გაუქმებას] არ გააჩნია დემოკრატიულ განვითარებასთან. გვიტევს იმიტომ, რომ შეტევა გადაითარგმნოს შემდეგ საზოგადოების გარკვეული ნაწილის, განსაკუთრებით ახალგაზრდების უკმაყოფილებაში“, – აღნიშნა ვოლსკიმ.