სირიის ლიდერი აჰმედ ალ-შარაა ისრაელს სირიის შიდა საქმეებში ჩარევასა და სირიის დასუსტების მცდელობაში ადანაშაულებს.
აჰმედ ალ-შარაამ განაცხადა, რომ მრავალწლიანი სამოქალაქო ომის შემდეგ მისი ქვეყნის გაერთიანებისთვის ბრძოლა „სისხლით არ უნდა წარიმართოს“, არამედ ურთიერთგაგების გზით, რადგან სირია ომით დაიღალა.
„მე არ ვხედავ სირიას გაყოფის საფრთხის წინაშე. ზოგიერთ ადამიანს სურს სირიის გაყოფის პროცესი და კანტონების შექმნის მცდელობა. ეს შეუძლებელია. ზოგიერთი მხარე ცდილობს ძალაუფლების მოპოვებას რეგიონული ძალის, ისრაელის ან სხვათა მეშვეობით. ესეც უკიდურესად რთულია და მისი განხორციელება შეუძლებელია. ისრაელი პირდაპირ ერევა სუვეიდაში, ცდილობს, განახორციელოს პოლიტიკა, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფოს დასუსტებას ზოგადად ან პოულობს საბაბს სამხრეთ რეგიონში მიმდინარე პოლიტიკაში ჩარევის მიზნით“, – განაცხადა სირიის ლიდერმა.
სუვეიდის რეგიონში აქციები იმართება დრუზების უმრავლესობით დასახლებული პროვინციისთვის თვითგამორკვევის უფლების მოწოდებით. სუვეიდაში გამართულ საპროტესტო აქციაზე ზოგიერთმა დემონსტრანტმა ისრაელის დროშა მიიტანა. „ხალხს სურს ისრაელში შესვლა“ – სკანდირებდნენ დემონსტრანტები.