ტრამპი თავდაპირველად მხოლოდ ზელენსკის შეხვდება, ევროპელი ლიდერები კი მოგვიანებით შეუერთდებიან, – ამის შესახებ გერმანული გამოცემა „ბილდი“ წერს.
გამოცემის ცნობით, ორშაბათს აშშ-ის პრეზიდენტი მხოლოდ უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება, შემდეგ კი მათ ევროპელი ლიდერები და ნატო-ს გენერალური მდივანი შეუერთდებიან.
როგორც გამოცემა იუწყება, დაგეგმილია სამუშაო სადილი და რამდენიმესაათიანი დისკუსია გაფართოებულ წრეში.
„ბილდის“ ცნობით, ორშაბათს ვაშინგტონში დაგეგმილ შეხვედრას, სავარაუდოდ, გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი და ნატო-ს გენერალური მდივანი მარკ რუტე დაესწრებიან.