რუსეთის იძულება მშვიდობაზე მხოლოდ სიძლიერითაა შესაძლებელი, პრეზიდენტ ტრამპს კი ეს ძალა აქვს, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან, კიტ კელოგთან შეხვედრაზე.
„მშვიდობის მისაღწევად ყველაფერი სწორად უნდა გავაკეთოთ“, – აღნიშნა უკრაინის ლიდერმა.
„როდესაც მშვიდობაზე ევროპის ერთი ქვეყნისთვის საუბრობენ, ეს მთელი ევროპისთვის მშვიდობას ნიშნავს. ჩვენ მზად ვართ, რომ მაქსიმალური ძალისხმევით გავაგრძელოთ მუშაობა ომის დასრულებისა და საიმედო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად. ეს არის საკვანძო საკითხები“, – დასძინა მან.
I thank @GeneralKellogg for the meeting and for the joint work with our team. President Trump invited Ukraine and other European countries to Washington today – this is the first meeting in such a format, and it is very serious.
When peace is discussed for one country in Europe,… pic.twitter.com/ZMZaIzAghD
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) August 18, 2025