ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ში უკრაინის საელჩოში ევროპელ ლიდერებთან კონსულტაციები გამართა, თეთრ სახლში დონალდ ტრამპთან შეხვედრამდე.
„ჩვენი მთავარი მიზანი მდგრადი და ხანგრძლივი მშვიდობაა უკრაინისა და მთელი ევროპისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ყველა შეხვედრის იმპულსი ზუსტად ამ შედეგამდე მივიდეს. ჩვენ გვესმის, რომ არ უნდა ველოდოთ, რომ პუტინი ნებაყოფლობით შეწყვეტს აგრესიას და დაპყრობის ახალ მცდელობებს. სწორედ ამიტომ, ზეწოლა უნდა მუშაობდეს და ის უნდა იყოს ერთობლივი – შეერთებული შტატებიდან და ევროპიდან, და მსოფლიოს ყველა იმ ადამიანისგან, ვინც პატივს სცემს სიცოცხლის უფლებას და საერთაშორისო წესრიგს“, – აღნიშნა უკრაინის ლიდერმა.
Our main goal is a reliable and lasting peace for Ukraine and for the whole of Europe. And it is important that the momentum of all our meetings lead to precisely this result. We understand that we shouldn’t expect Putin to voluntarily abandon aggression and new attempts at… pic.twitter.com/lSlBPJNKZo
— Volodymyr Zelenskyy / Володимир Зеленський (@ZelenskyyUa) August 18, 2025