ნატოს გენერალურმა მდივანმა, მარკ რუტემ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტთან გამართულ მოლაპარაკებებზე უკრაინის ტერიტორიაზე ჯარების გაგზავნის საკითხი „საერთოდ არ განხილულა“.
მისი თქმით, უახლოეს დღეებში აშშ-ის უსაფრთხოების გარანტიებთან დაკავშირებით უფრო მეტი დეტალი გახდება ცნობილი, თუმცა ამ ეტაპზე ჯერ უცნობია, ზუსტად როგორ იმოქმედებს ეს გარანტიები.
„ეს არის გარღვევა, რომ აშშ ერთვება“, – თქვა რუტემ დეტალების დაზუსტების გარეშე.
კომენტარები