უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ დონალდ ტრამპთან და ევროპელ ლიდერებთან თეთრ სახლში გამართულ შეხვედრაზე განიხილეს გეგმა, რომლის მიხედვითაც, უკრაინა ევროპული დაფინანსებით $90 მილიარდის ღირებულების ამერიკულ იარაღს შეიძენს, რაც ქვეყნის უსაფრთხოების გარანტიების ნაწილი იქნება.
პრესკონფერენციაზე ზელენსკიმ აღნიშნა, რომ გარანტიების კიდევ ერთი ნაწილი უკრაინის მიერ დრონების წარმოებას გულისხმობს, რომელთა ნაწილსაც შეერთებული შტატები შეიძენს.
მისი თქმით, ეს საკითხი ჯერ კიდევ განიხილება და საბოლოო შეთანხმებისთვის არ მიუღწევიათ.
უკრაინის პრეზიდენტმა დაამატა, რომ შეთანხმება ოფიციალურად მომდევნო ერთი კვირის ან 10 დღის განმავლობაში გაფორმდება.
კომენტარები