სამხრეთ კორეის მთავრობამ, საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზაციის ერთობლივი პროექტის ფარგლებში, საქართველოს მთავრობას 5 სამარშრუტო მანქანა საჩუქრად გადასცა. ოფიციალურ ღონისძიებას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანია და კორეის რესპუბლიკის საელჩოს თბილისის ოფისის საქმეთა დროებითი რწმუნებული კიმ ინ ჰვანი ესწრებოდნენ.
მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა ბოლო წლებში საქართველოსა და სამხრეთ კორეის განსაკუთრებულ თანამშრომლობას, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. დავით ჯალაღანიას განცხადებით, საჩუქარი ცენტრალურ მთავრობაში, ასევე სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში გადანაწილდება.
დღესვე, კორეის რესპუბლიკის საელჩოს თბილისის ოფისის საქმეთა დროებითი რწმუნებული კიმ ინ ჰვანი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს მიხეილ ჯანელიძეს შეხვდა.