პოლონეთის თავდაცვის მინისტრი, ვლადისლავ კოსინიაკ-კამიში აცხადებს, რომ ქვეყნის აღმოსავლეთ ნაწილში რუსული დრონის ჩამოვარდნა და აფეთქება რუსეთის მხრიდან პროვოკაციაა.
ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა. დრონი ღამით ერთ-ერთ მინდორზე ჩამოვარდა.
„კიდევ ერთხელ ვდგავართ რუსეთის ფედერაციის პროვოკაციის წინაშე, ამჯერად რუსული დრონით“, – განაცხადა კოსინიაკ-კამიშმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისი თქმით, ეს პროვოკაცია განსაკუთრებულ დროს მოხდა, „როდესაც მშვიდობაზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები და არსებობს იმედი, რომ ომი დასრულდება. რუსეთი კი კიდევ ერთხელ ახდენს პროვოკაციას“.
პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ განაცხადა, რომ ეს იყო „აღმოსავლეთიდან ჩვენი საჰაერო სივრცის მორიგი დარღვევა“. მან აღნიშნა, რომ პოლონეთი პროტესტს გამოხატავს.
გენერალ დარიუშ მალინოვსკის თქმით, ეს იყო „სატყუარა დრონი, რომელიც არ იყო შეიარაღებული, მაგრამ თან ახლდა თვითგანადგურების ქობინი“. მისივე ინფორმაციით, ყველაფერი იმაზე მეტყველებს, რომ დრონის ძრავა ჩინური წარმოებისაა.