აშშ-ში, TikTok-ის ვარსკვლავი, მალიკ ტეილორი 28 წლის ასაკში გარდაიცვალა. ახალგაზრდა მამაკაცი პაროდიული ვიდეოების გადაღებით და პოპ-კულტურის კომენტირებით იყო ცნობილი. ინფორმაციას Dailymail-ი ავრცელებს.
მედიის ცნობით, მისი გარდაცვალების ამბავი მამაკაცის ბიზნეს საძმომ, Alpha Kappa Psi-მ, ტენესის შტატის ოსტინ პიის სახელმწიფო უნივერსიტეტში გამოაცხადა, სადაც ის 2020 წელს სწავლობდა. გამოცემის ინფორმაციით, საძმომ მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი არ გაამხილა.
ტეილორს TikTok-ზე 250 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავდა. ასევე, YouTube-ზე ჰქონდა შოუ სახელწოდებით “არაპოპულარული წვეულება”, სადაც პოპკულტურის წევრებზე საკუთარ მოსაზრებებს აზიარებდა.
კომენტარები