ვაშინგტონში არალეგალ მიგრანტთა დაკავების მაჩვენებელი 10-ჯერ არის გაზრდილი. CNN-ის ინფორმაციით, 7 აგვისტოდან დღემდე კოლუმბიის ოლქში 300-მდე ადამიანი დააკავეს, რომლებსაც კანონიერი საემიგრაციო სტატუსი არ ჰქონდათ.
ამასთან, ქალაქში შემცირებულია დანაშაულის მაჩვენებელი. კერძოდ, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული დანაშაულები გასულ კვირასთან შედარებით 19%-ით არის შემცირებული, სასტიკი დანაშაულები კი 17%-ით.
11 აგვისტოს დონალდ ტრამპმა ვაშინგტონში წესრიგის დამყარების მიზნით რიგი ზომების მიღების შესახებ განაცხადა და ვაშინგტონის პოლიცია ფედერალურ მთავრობას დაუქვემდებარა. ამის შემდეგ ვაშინგტონში ეროვნული გვარდიის ნაწილები შევიდნენ
კომენტარები