დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მას ხუმრობით „ევროპის პრეზიდენტს“ ეძახიან.
ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ოვალურ კაბინეტში განაცხადა, სადაც მან დღეს რამდენიმე განკარგულებას მოაწერა ხელი.
ტრამპის თქმით, დღეს აშშ „მსოფლიოს ყველაზე პატივსაცემი ქვეყანაა“.
დონალდ ტრამპმა ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი ქვეყნების წარმომადგენლებზე საუბრისას აღნიშნა: „ისინი იმდენად სცემენ პატივს თქვენს პრეზიდენტს, რომ ხუმრობით მეძახიან ევროპის პრეზიდენტს. ეს დიდი პატივია. მე მომწონს ევროპა. მე მომწონს ეს ხალხი. ეს კარგი ხალხია, შესანიშნავი ლიდერები“.
ტრამპმა კიდევ ერთხელ თქვა, რომ ის დაჟინებით ითხოვდა ევროპელი მოკავშირეებისგან თავდაცვის ხარჯების გაზრდას და ნატო-ს ქვეყნები სამხედრო ხარჯების, მშპ-ს 5%-მდე გაზრდას დათანხმდნენ.
კომენტარები