ასტროლოგი თორნიკე ბიძინაშვილი სოციალურ ქსელში სკანდალურ პოსტს ავრცელებს.
“რომ ვუყურებ საქართველოს რუკას, საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში ვართ. უნდა მოკვდეს საქართველო და ესეც მოხდება, რომ ისევ აღორძინდეს აღდგეს ფერფლისგან. განსაკუთღებულად მძიმე 2019 – 2020 წლებია. არსებული ხელისუფლების ფონზე კიდევ დიდი ხანი მოგვითმენია. პრობლემები კიდევ ბევრად უფრო უარესად არის ვიდრე გარედან ჩანს. საქართველო ქრება გეოგრაფიულად მსოფლიო რუკიდან ასევე დემოგრაფიულად. გვაგლეჯენ მიწას სომხები, აზერბაიჯანელები,თურქები. რუსებზე აღარ მაქვს საუბარი. ამაში დამნაშევე ისინი კი არ არიან. ამაში დამნაშავე ჩვენი სახელმწიფოა, რომ აძლევენ მიწებს, ყიდიან. და ამ მიწებს ჩვენ ვერასოდეს ვეღარ დავიბუნებთ. არ შეგვწევს იმის ძალა, რომ ვებრძოლოთ რომელიმეს. ქართველის მტერი ისევ ქართველია და ამაზე დიდ და დამანგრეველ მტერს ვერ შევიძენთ გინდ მთელი მსოფლიო გადავიკიდოთ მტრად.
ანალიზი, რომ გავაკეთოთ საქართველოში დიდი არაფერი არ შეცვლილა მიშას და ბიძინას ეპოქებში. ესენი ერთ სიმღერას მღერიან და ეს ერთი დიდი სცენარია, კარგად დაგეგმილი და გათვლილი გრძელ ვადაზე.
მე რომ ძალა ვიყო, რომელიც ხელისუფლებაში მოვიდა დიდი უპირატესობით, ნაც .მოძრაობას გავაქრობდი სამუდამოდ მითუმეტეს ამდენი კომპრომატები ჰქონდათ ხელში, მილიონობით სამხილები, ფაქტები …. მაგრამ, როცა ეს დაგეგმილი სცენარია , სპექტალი მიდის მათ სასარგებლოდ.
ეს ყველაფერი იქიდან მოდის, რომ საქართველოს იმათება ,ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით ამერიკიდან. ვინც იხდის ფულს , ის მართავს სიტუაციას . ამერიკამ მილიარდები ჩადო საქართველოში და დღესაც იქიდან ფინანსდება. უბრალოდ ეს ფული მიდის რამოდენიმე ადამიანის ჯიბეში ხალხს კი …
ეს ყველაფერი ისედაც ნათლად ჩანს საქართველოს ასტროლოგიურ რუკაში.
პრობლემები მარტო დაკარგული ტერიტორიები არაა, პრობლემებია ყველგან და ყველაფერში + ქაოსი.
საქართველო ეკონომიკურ უბსკრულშია გადაჩეხილი.
ეს ყველა პრობლემა ხელოვნურია !!!
ხელოვნურია ლარისკურსი
ხელოვნურია ავადობა
ხელვნურია უმუშევრობა
ხელოვნურია სოციალური პირობები
არაა ხელოვნური საქართველოს ეროვნული ნაკრები ფეხბურთში 🙂 მართლა ვაგებთ, თუმცა სახელმწიფო არ ზრუნავს ახალი თაობის გაზრდაზე, არ ხდება აქტივობები ამ მხრივ, დეფიციტია სპორტული ღონისძიებების.
ყველაფერი ხელოვნურია .
გერმანიამ 1945 წლის მერე 5 წელიწადში აღადგინა და 10 წელიწადში შექმნა ზე-სახელმწიფო.
26 წლიანი ავბედითი პერიოდი გრძელდება. ამასობაში იზრდებიან თაობები და თუ მათ არ ამოიღეს ხმა, საქართველო გახდება თბილისი და გავქრებით . ამ ეტაპზე ყველაფერი მანდეთ მიდის.
მე არ მომწონს როცა რუსეთი მხოლოდ მტრის რანგში გადის. ესეთი მიდგომა მხოლოდ კოლაფს იწვევს ურთიერთობებში. საჭიროა დიალოგი მათთან ეს არის ერთადერთი შანსი რამეს მივაღწიოთ აფხაზეთისა და ოსეთის დაბრუნებაში სხვა ყველანაირი ალტერნატიული რიტორიკა მარაზმია, რომელიც სააკაშვილმა გიანდერძათ. რუსეთთან უნდა გაიხსნა ეკონომიკური საზღვები. მე მესმის, რომ რუსეთიც მარაზმია თავისი პოლიტიკით და ბიუროკრატიით, მათ არ შეუძლიათ სრულყოფილება და განვითარება, მაგრამ ის იდეალურია ქართული ეკონომიკისთვის, კონკრეტულად კი უფრო დიდ სარგებელს ნახავს ამით აგრალური სექტორი, გაიზრდება მოთხოვნილება ქართულს სურსათზე, ხილზე, ბოსტნეულზე, გლეხი დაუბრუნდება მიწას, ხალხში გაჩნდება ფული და ამით მრავალი სოციალური პრობლემები მოგვარდება.
ძაან გამიგრძელდა და ბოლოს ვიტყვით , რომ ერთხელ კიდევ მოგვიწევს ფენიქსობა.
საქართველო უნდა ჩავარდეს ქართველი ეროვნული სულისკვეთების ადამიანთა ხელში , ამის პოტენციალი გვაქვს თუ გარე ძალებმა ისევ არ აგვირიეს გზაკვალი .
რელიგიური წყობა მოითხოვს რევოლუციურ რეფორმებს, წმენდა დედაბუდიანად. ძაან დავშორდით ნამდვილ ქრისტიანობას .”