ნინო კუზანოვა კლინიკა “ლანცეტში” გარდაცვლილი პაციენტის ოჯახს ცილისწამებაში ადანაშაულებს და მათ წინააღმდეგ სარჩელის შეტანას გეგმავს.
ნინო კუზანოვამ განმარტა, რომ იგი ოპერაციის წინააღმდეგი იყო. “მათ მიმართ არანაირ, არც მორალურ და არც იურიდიულ პასუხისმგებლობას არ ვგრძნობ, რადგანაც მე უარი განვაცხადე, უფრო სწორედ უარი განმაცხადებინეს ნებისმიერ პასუხისმგებლობაზე. ბატონმა ფარსმანმა ხმამაღლა დააფიქსირა, რომ მას ხელს ვუშლიდი, ანუ თავისი პირით აღიარა, რომ ჩვენს შორის იყო ძალიან სერიოზული დაპირისპირება ამ ოპერაციასთან მიმართებაში. ჩვენი დამოკიდებულება იყო რადიკალურად განსხვავებული. წინააღმდეგი ვიყავი, რომ ჩატარებულიყო ღვიძლის ტრანსპლანტაცია”, – განაცხადა ნინო კუზანოვამ.
კომენტარები