იუსტიციის სახლი მომხმარებელს ქორწინების რეგისტრაციის მრავალფეროვან სერვისს სთავაზობს.
ნებისმიერ წყვილს აქვს საშუალება, ქორწინება საზეიმო ცერემონიალის თანხლებით დაარეგისტრიროს. რეგისტრაცია შესაძლებელია, განხორციელდეს იუსტიციის სახლის შენობის გარეთაც, წინასწარ შერჩეულ ადგილზე.
იუსტიციის სახლის თავმჯდომარის, ვახტანგ ჟვანიას განცხადებით, მათ გააჩნიათ კონკრეტული გეგმა, რომლის მიხედვითაც მოხდება ქორწინების სახლების რეაბილიტაცია. კერძოდ, უახლოეს პერიოდში დაიწყება „კონკის“ ქორწინების სახლის რეაბილიტაცია და მას ისტორიული სახე დაუბრუნდება. ასევე, განახლდება სიღნაღის ქორწინების სახლი, ახალი ქორწინების სახლი კი თელავში გაიხსნება.
ამასთან, მცხეთასა და ახმეტაში სრულდება საამშენებლო პროცესი და აღნიშნულ ქალაქებს ქორწინების რიტუალისთვის ახალი სივრცე შეემატება.