გუშინ, 26 მაისს, თბილისში, აკაკი წერეთლის გამზირზე, „დინამო-არენას” მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტოსაგზაო შემთხვევისას ფეხით მოსიარულე მოქალაქეს არჩილ ძიგუას „იქს 5″-ის მარკის ავტომობილით მოქალაქე თორნიკე ლომთათიძე დაეჯახა. ლომთათიძე საკუთარ ავტომანქანას თავად მართავდა.
შეგახსენებთ, რომ თორნიკე ლომთათიძე გაზეთ „ქრონიკა+”-ის მთავარი რედაქტორის ელისო კილაძის მძღოლია და კილაძის საკმაოდ ახლო გარემოცვას წარმოადგენს. ამ წუთისთვის ძიგუას მდგომარეობა მძიმეა და ერისთავის სახელობის კლინიკაში, ნეიროქირურგიულ განყოფილებაში რჩება.
ჩვენ დავუკავშირდით შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-ცენტრს და ველოდებით მათ კომენტარს. იმედია, შინაგან საქმეთა სამინისტრო და შესაბამისი ორგანოები დროულად გამოიძიებენ მომხდარს!
www.reportiro.ge
კომენტარები