მადრიდში, ერთ-ერთ ბარში აფეთქების შედეგად 25 ადამიანი დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ ესპანური მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, რამდენიმე დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა,
როგორც გამოცემა „ელ პაისი“ წერს, აფეთქება, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვამ გამოიწვია. აფეთქების შედეგად დაზიანდა ბარი და დაწესებულების ზემოთ საცხოვრებელი ბინები, ასევე გვერდით მდებარე კიდევ ერთი ბარი.
შენობიდან ხალხის ევაკუაცია განხორციელდა. ადგილზე სახანძრო სამსახური მუშაობს. მიმდებარე ტერიტორია პოლიციამ გადაკეტა.
კომენტარები