ევროკავშირის დიპლომატიის ხელმძღვანელი, კაია კალასი გერმანულ გამოცემა Redaktionsnetzwerk Deutschland-თან ინტერვიუში აცხადებს, რომ ევროპაში დღეს შექმნილი ვითარება „1938 წლის მოვლენებს მოგვაგონებს“.
მისი თქმით, მაშინ ჩეხოსლოვაკია დახმარებას ითხოვდა გერმანიის წინააღმდეგ, მაგრამ ვერ მიიღო და ნაცისტების ხელში აღმოჩნდა, ხოლო დღეს განსხვავება ისაა, რომ თუ უკრაინა დაეცემა, საფრთხე მთელ ევროპას შეექმნება.
კალასი ხაზს უსვამს, რომ რუსეთთან მოლაპარაკებები, რომელიც უკრაინის ტერიტორიულ დათმობებს ითვალისწინებს, ხაფანგია.
დიპლომატის განცხადებით, ამის შედეგად რუსეთი იღებს იმაზე მეტს, ვიდრე ოდესმე იოცნებებდა.
კალასმა აღნიშნა, რომ ამჟამად რუსეთის ლიდერი, ვლადიმერ პუტინი პრეტენზიას აცხადებს უკრაინის იმ რეგიონებზეც კი, რომლებსაც არ აკონტროლებს.
კალასმა ინტერვიუში ასევე აღნიშნა, რომ ევროკავშირში მუშაობა გრძელდება სანქციების მე-19 პაკეტზე, რათა გაიზარდოს ზეწოლა რუსეთზე.