ლონდონში, ანტიიმიგრაციულ საპროტესტო აქციაზე ასი ათასზე მეტი ადამიანი შეიკრიბა. ადგილობრივი პოლიციის ინფორმაციით, სამართალდამცველების მისამართით სხვადასხვა სახის ნივთს ისროდნენ. დაკავებულია 20-ზე მეტი ადამიანი.
აქცია მემარჯვენე აქტივისტის, ტომი რობინსონის მიერ იყო ორგანიზებული. მან დემონსტრანტებს სიტყვით მიმართა და აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთის სასამართლოების გადაწყვეტილებების გამო, არალეგალური მიგრანტების უფლებები „ადგილობრივი მოსახლეობის“ უფლებებს აჭარბებს.
ამასთან, ილონ მასკმა ვიდეოჩართვის საშუალებით მიმართა აქციის მონაწილეებს და „მასობრივ უკონტროლო მიგრაციაზე“ ისაუბრა. მან დიდ ბრიტანეთში მთავრობის შეცვლისკენ მოუწოდა.
კომენტარები