უკრაინა ლენინგრადის ოლქს უპილოტო აპარატებით დაესხა თავს, რის შემდეგაც რუსეთის ერთ-ერთ უმსხვილეს ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას „კირიშინეფტეორგსინტეზს“ ცეცხლი გაუჩნდა. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბში ადასტურებენ.
ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრ დროზდენკომ ტელეგრამზე დაწერა, რომ ბაზაზე ხანძარი ლიკვიდირებულია და შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
კომენტარები