დონალდ ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის კიტ კელოგის განცხადებით, უკრაინა რუსეთთან ომს არ წააგებს.
მისი თქმით, რუსეთს ძლიერი არმია ჰყავს, თუმცა არც ისე ძლიერი, როგორც თავად წარმოაჩენენ. რეალობა კი ისაა, რომ უკრაინელებმა რუსული სამხედრო ძალის მნიშვნელოვანი შემცირება შეძლეს და მათი მორალური უპირატესობა გამოიკვეთა.
„უკრაინა ამ ომს არ წააგებს. მე ვნახე ეს ქვეყანა, ვიყავი სამხედრო ჰოსპიტლებში, ვხვდებოდი სამხედროებს. უკრაინელებს გულში რუსეთზე მორალური უპირატესობა აქვთ, ეს თვალსაჩინოა“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ უკრაინა დრონების წარმოებაში მსოფლიო ლიდერი გახდა.
კომენტარები