ისრაელის თავდაცვის ძალების მონაცემებით, ქალაქი ღაზა ღამით 20 000-მა პალესტინელმა დატოვა.
გავრცელებული ცნობით, ქალაქიდან 320 000-ზე მეტი პალესტინელი გადავიდა სექტორის სხვა რაიონებში, რაც ისრაელის არმიის მიერ ამ ტერიტორიაზე „ჰამასის“ წინააღმდეგ დაგეგმილი შეტევის დაწყებამდე მოხდა.
ქალაქ ღაზაში დაახლოებით ერთი მილიონი პალესტინელი ცხოვრობდა, ვიდრე ისრაელის თავდაცვის ძალები „ჰამასის“ წინააღმდეგ მასშტაბური შეტევისთვის მზადებას დაიწყებდნენ.
გასულ კვირას, ისრაელის თავდაცვის ძალებმა დაგეგმილი შეტევის დაწყებამდე ქალაქის ყველა მკვიდრის ევაკუაციის ბრძანება გასცეს. მშვიდობიან მოსახლეობას მითითება მიეცა, გაემართონ ღაზის სექტორის სამხრეთით მდებარე, ისრაელის მიერ მონიშნულ ჰუმანიტარულ ზონაში, თუმცა ღაზის ბევრი მცხოვრები ამბობს, რომ სექტორი არსად არის უსაფრთხო.
კომენტარები