აშშ-ის ხაზინის მდივნის სკოტ ბესენტის განცხადებით, თეთრი სახლი ჩინურ საქონელზე ახალ ტარიფებს არ შემოიღებს, თუ ევროპელები საკუთარ მაღალ ტარიფებს არ დაუწესებენ ჩინეთსა და ინდოეთს. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
ბესენტის თქმით, ევროპული ქვეყნები რუსეთის ნავთობისგან მიღებული შემოსავლის შემცირებისა და უკრაინაში ომის შეჩერების საქმეში აქტიურ როლს უნდა თამაშობდნენ.
„ჩვენ ველით, რომ ევროპელები ახლა საკუთარ საქმეს გააკეთებენ, და ჩვენ ევროპელების გარეშე წინ არ წავიწევით“, – აღნიშნა ბესენტმა.
მისი განმარტებით, ამერიკამ ინდურ საქონელზე ტარიფები დააწესა, ხოლო ტრამპი ევროპელებს მოუწოდებს ჩინეთისა და ინდოეთის წინააღმდეგ 50% და 100% ოდენობის ტარიფები შემოიღოს, რათა ნავთობისგან მიღებული რუსეთის შემოსავლები შეამცირონ.
კომენტარები