ისრაელში გაერო-ს კომისიის ანგარიშს უარყოფენ, რომლის მიხედვითაც, ღაზის სექტორში ისრაელის ქმედებები გენოციდს უტოლდება.
როგორც ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი, ანგარიში „მთლიანად ეფუძნება „ჰამასის“ სიცრუეს, რომელსაც სხვები ავრცელებენ და იმეორებენ“. ისრაელი ანგარიშის სამი ავტორს „ჰამასის“ მარიონეტად მოიხსენიებს.
„ეს ფაბრიკაციები უკვე საფუძვლიანად უარყოფილია. ანგარიშში მოცემული ტყუილისგან განსხვავებით, „ჰამასი“ არის მხარე, რომელმაც ისრაელში გენოციდი სცადა, 1200 ადამიანი მოკლა, ქალები გააუპატიურა, ოჯახები ცოცხლად დაწვა და ღიად გამოაცხადა ყველა ებრაელის მოკვლის მიზანი. ისრაელი კატეგორიულად უარყოფს ამ დამახინჯებულ და ცრუ ანგარიშს, მოუწოდებს გაერო-ს ამ საგამოძიებო კომისიის დაუყოვნებლივ გაუქმებისკენ“, – ნათქვამია ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
ცნობისთვის, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის მიერ შექმნილი კომისიის აგნარიშის მიხედვით, ისრაელის ქმედებები ღაზის სექტორში გენოციდს უტოლდება. გაერო-ს ანგარიშში ნათქვამია, რომ ღაზის სექტორში „პალესტინელების განადგურება ხდება“ და ისრაელის ქმედებები აკმაყოფილებს გენოციდის განმარტებისთვის დადგენილ კრიტერიუმებს. როგორც „სქაი ნიუსის“ წერს, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც გაერო-მ მსგავსი განცხადება საჯაროდ გააკეთა.