ინდოეთის პრემიერ-მინისტრმა, ნარენდრა მოდიმ რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს 75 წლის იუბილესთან დაკავშირებით თბილი მილოცვისთვის მადლობა გადაუხადა.
„ჩემს მეგობარს, პრეზიდენტ პუტინს მადლობას ვუხდი სატელეფონო ზარისა და 75-ე დაბადების დღის თბილი მოლოცვისთვის. ჩვენ მზად ვართ, კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი განსაკუთრებული და პრივილეგირებული სტრატეგიული პარტნიორობა. ინდოეთი მზადაა, მაქსიმალური წვლილი შეიტანოს უკრაინის კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებაში“, – დასძინა მან.
კომენტარები