რუსეთმა ჩერნიგოვის ოლქის ქალაქ ნიჟინზე იერიში მიიტანა.
უკრაინული მედიის ინფორმაციით, სამიზნეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ერთ-ერთი დანაყოფი წარმოადგენდა.
დრონებით თავდასხმის შედეგად ერთი მაშველი დაიღუპა, დაშავებულია ორი ადამიანი.
„აგრესორმა ნიჟინს ისევ შეუტია. უპილოტო საფრენი აპარატების, „შაჰედისა“ და „გერანის“ გამოყენებით მათ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ერთ-ერთ დანაყოფს შეუტიეს. მომხდარი ცინიკური და სასტიკია. მაშველების დღეს მაშველებს შეუტიეს. 45 წლის მაშველი მიღებული ჭრილობების შედეგად დაიღუპა“, – განაცხადა ჩერნიგოვის რეგიონული სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვიაჩესლავ ჩაუსმა.
ცნობისთვის, 17 სექტემბერი უკრაინაში მაშველების დღეა.
კომენტარები