უკრაინამ რეპატრიაციული ღონისძიებების შედეგად კიდევ ათასი სამხედროს ცხედარი დაიბრუნა. შესაბამის ინფორმაციას სამხედრო ტყვეების საკითხებზე მომუშავე საკოორდინაციო შტაბი ავრცელებს.
„დღეს ჩატარდა რეპატრიაციული ღონისძიებები. უკრაინაში დაბრუნდა ათასი ცხედარი, რომლებიც, რუსული მხარის მტკიცებით, უკრაინელ სამხედრო მოსამსახურეებს ეკუთვნით“, – ნათქვამია შტაბის მიერ ტელეგრამარხში გავრცელებულ განცხადებაში.
ცხედრებს შსს-ს და ჯანდაცვის სამინისტროს შესაბამის ორგანოებს გადასცემენ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზისთვის.
ამასთან, რუსული მედიის ცნობით, უკრაინამ რუსულ მხარეს 24 რუსი ჯარისკაცის ცხედარი გადასცა.
კომენტარები