აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დიდ ბრიტანეთში სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში პრემიერ-მინისტრ კირ სტარმერთან ტექნოლოგიურ სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას მოაწერა ხელი. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
როგორც სტარმერმა ხელმოწერის ცერემონიის შემდეგ განაცხადა, აშშ-სა და ბრიტანეთს შორის გაფორმებული შეთანხმება „უმსხვილესია“.
მისი თქმით, ორი ქვეყანა ისეთ სფეროებში ითანამშრომლებს, როგორებიცაა ტექნოლოგიები, ფინანსები, თავდაცვა და ენერგეტიკა.
„შეთანხმება ნიშნავს ინვესტიციებს, რომლებიც დიდ ბრიტანეთში ცხოვრებას შეცვლიან და ათასობით მუშის ცხოვრებას გააუმჯობესებენ“, – აღნიშნა სტარმერმა.
კომენტარები