ესტონეთმა ნატოს სხვა წევრებთან კონსულტაცია მოითხოვა მას შემდეგ, რაც რუსულმა სამხედრო თვითმფრინავებმა პარასკევს მისი საჰაერო სივრცე დაარღვიეს.
ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ინციდენტს „თავხედური“ უწოდა. უწყების ინფორმაციით, მიგ-31 ტიპის სამი რუსული გამანადგურებელი ესტონეთის ტერიტორიაზე, ფინეთის ყურის თავზე „ნებართვის გარეშე შევიდა და იქ სულ 12 წუთი დარჩა“.
ნატოს სპიკერმა განაცხადა, რომ სამხედრო ალიანსს „დაუყოვნებლივი რეაგირება ჰქონდა“ და მომხდარს „რუსეთის უგუნური ქცევისა და ნატოს რეაგირების უნარის კიდევ ერთი მაგალითი“ უწოდა.
იტალიამ, ფინეთმა და შვედეთმა ნატოს მისიის ფარგლებში თავიანთი თვითმფრინავები აღმოსავლეთ ფლანგის გასაძლიერებლად ასწიეს. მოგვიანებით რუსეთმა ესტონეთის საჰაერო სივრცის დარღვევა უარყო.
19 სექტემბერს სამმა რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა ნატოს წევრი ესტონეთის საჰაერო სივრცე 12 წუთის განმავლობაში დაარღვია. ესტონეთის მთავრობის განცხადებით, ეს „უპრეცედენტოდ თავხედური“ ინციდენტი ალიანსის აღმოსავლეთ ფლანგზე მზარდი დაძაბულობის ფონზე მოხდა.