საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან ყოფილი შს მინისტრის ვახტანგ გომელაურის შესახებ კომენტარი გააკეთა.
„როგორც მოგეხსენებათ, მან მიიღო გადაწყვეტილება გუნდის დატოვების თაობაზე, შესაბამისად, არავითარი ფორმით არ არის ჩართული არც პოლიტიკური გუნდის საქმიანობაში და არც ხელისუფლების საქმიანობაში“, – განაცხადა კობახიძემ.
ცნობისთვის, ეკა ბესელიას ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილმა ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური პრემიერ ირაკლი კობახიძესა და სუს-ის ხელმძღვანელს მამუკა მდინარაძეს „მაკონტროლებლად დაუნიშნა“.
კომენტარები