ნიუ-იორკში ვიზიტის ფარგლებში, გაეროს დაარსების 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებას დავესწარი-ამის შესახებ სოციალურ ქსელში პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი წერს.
“ღონისძიების ფარგლებში, სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურების წინაშე სიტყვით გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტიერეში და გაეროს გენერალური ასამბლეის მე-80 სესიის პრეზიდენტი ანალენა ბერბოკი გამოვიდნენ.
ღონისძიებაზე გაეროს მისიისა და საქმიანობის თაობაზე, ასევე ბოლო რვა ათწლეულის მიღწევებზე გამახვილდა ყურადღება.
გაეროს დაარსების 80 წლის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებას, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, გაეროსთან საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი დავით ბაქრაძე, საქართველოს ელჩი აშშ-ში თამარ ტალიაშვილი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ქეთევნ კვინიკაძე დაესწრნენ”.