კორცხელთან დაკავშირებით ასჯერ გავაკეთე განცხადება და ერთი და იგივეზე საუბარს არ ვაპირე, – ასეთი კომენტარი გააკეთა ჟურნალისტებთან ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა, კახი კალაძემ.
რაც შეეხება სასაამართლოს, როგორც კალაძემ აღნიშნა, სასამართლო იმსჯელებს და მიიღებს გადაწყვეტილებას.
„დეტალებში ვერ შევალ, ისევე როგორც კორცხელის ინციდენტი, ისევე როგორც „რუსთავი 2“-ის გარშემო მიმდინარე პროცესები, არის სასამართლოს და საგამოძიებო ორგანოს პრეროგატივა. ჩემან, ვიცე-პრემეიერისა და ენერგეტიკის მინისტრისგან ამ კონკრეტულ ფაქტებზე რაიმე სახის განცხადებების გაკეთება არ არის მიზანშეწონილი“,-აღნიშნა კალაძმე.
მისივე თქმით, როგორც პარტიის გენერალურმა მდივანმა, მთლიანად პარტიამ დაგმო კორცხელის ინციდენტი.
„არაერთხელ იქნა განცხადებები გაკეთებული ამასთან დაკავშირებით, მიუხედავად ამისა, მიწევს ერთი და იგივეზე საუბარი და თქვენც აგრძელებთ იგივე კითხვების დასმას“,-მიმართა კალაძემ ჟურნალისტებს.