ტელეწამყვანი ლიზა გეგეჭკორი, “ლელოს” წინასაარჩევნო ღონისძიებაზე კვერცხების სროლის ფაქტს, სოციალურ ქსელში აფასებს.
გეგეჭკორის თქმით, “ლელომ” ამ ინციდენტიდან სულ რამდენიმე წუთში, “ფეისბუქ”-გვერდზე გამოაქვეყნა წინასწარ გამზადებული ბანერი, რომლითაც კვერცხების სროლაში ბრალი “ქართულ ოცნებას” დასდო.
“ლელოს ჭუკებს რაღაც მორიგი ხელოვნური გამოსვლა ჰქონდათ ერთ-ერთ უბანში, უცებ კუპრაძემ დაიკნავლა კვერცხი გვესროლესო და აქედან არასრულ ხუთ წუთში ეს ბანერი გამოაქვეყნეს, აქაოდა ოცნებამ გვესროლაო. აი, რა უნიჭოები ხართ, მაგის დადგმას რაღა უნდოდა წესიერად, ელვის სიწრაფით რომ დადეთ ბანერი თქვენ ფიქრობთ, ყველა თქვენნაირი სულელია და ვერ ვხვდებით, რომ თქვენ დადგით და წინასწარ გქონდათ მზად ბანერი?” – წერს ლიზა გეგეჭკორი.
კომენტარები