პირდაპირ ვიტყვი, კი, შევკრიბეთ ჯარი, ემიგრანტების და საქართველოში მცხოვრებლების, მათ შორის, ჯარისკაცები არიან – აფხაზეთში ნაომარი ხალხიც არის, აგვისტოს ომში ნაომარი ხალხიც არის, ავღანეთში ნაომარი ხალხიც არის, უკრაინაშიც და ძალიან ბევრი ჯარისკაცი, მებრძოლი ადამიანიც არის. „საქართველოს პულსს” ჰყავს ასევე ყოფილი ძალოვანი სტრუქტურების თანამშრომლები, ჩვენს გუნდში არ არიან, მაგრამ ამ ბრძოლაში ისინიც ჩვენთან ერთად ერთვებიან. პირველი ეს არის, რომ ჩვენ ჯარზე ვდებთ ჩვენს ფსონს, – განაცხადა რადიკალური ოპოზიციის აქტივისტმა, ნანა სანდერმა.
როგორც მან აღნიშნა, მეორე მხარეს მდგომ ქართველებს, „უმსხვერპლოდ გადარჩენის შანსი” უნდა მისცენ, რადგან ქვეყანას „დალეწილი სპეცრაზმელები და პოლიციელები არ სჭირდება“. სანდერის თქმით, ქუჩის ბრძლისთვის მზადებაში არიან და იმარაგებენ ყველაფერს, რაც ამ ბრძოლას სჭირდება.
„ქალები ბევრს ვაკეთებთ, შეიძლება გამბედაობით ვერც ერთი კაცი ვერ დამიდგეს გვერდით, მაგრამ, ფიზიკურმა ძალამ და ამისმა დემონსტრირებამ უნდა გადაარჩინოს რომ აქეთ, ჩვენს მხარეს, მარტო ქალები კი არ ვდგავართ, კაცები დგანან და წინა რიგებში დგანან კაცები – ზუსტად სტრატეგია, რაც უნდა იყოს სწორი. ყველაფერი აბსოლუტურად, ქუჩის ბრძოლაც, იქაც უნდა იყოს საბრძოლო სტრატეგიაც, გეგმაც და ა.შ. მოკლედ, ამ მზადებაში ვართ, იქ თავდაცვის საშუალებები, ყველაფერი, რაც სჭირდება ამ ბრძოლას.
მეორე მხარესაც ხომ ქართველები დგანან? იმათ მივცეთ შანსი გადარჩენის, უმსხვერპლოდ. უმსხვერპლოდ იგულისხმება, რომ ჩვენ არავის მოკვლას არ ვაპირებთ, მაგრამ ჩვენ რომ მსხვერპლი არ ვიქნებოდით, ეს გვქონდა გააზრებული. იქით მხარესაც რომ მსხვერპლი არ იყოს, ჩვენს ქვეყანას ეს არ სჭირდება – ჩვენს ქვეყანას არ სჭირდება არც დალეწილი სპეცრაზმელები, არც დალეწილი პოლიციელები“, – განაცხადა ნანა სანდერმა.