საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის თანამდებობაზე თამარ სანიკიძე ალექსანდრე ჯეჯელავამ შეცვალა.
ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის მიერ დღეს გამართულ ბრიფინგზე გახდა ცნობილი.
ალექსანდე ჯეჯელავა ხელმძღვანელობდა საბანკო, საჯარო და საინფორმაციო ტექნოლოგიების ინტეგრაციის პროექტებს. აქვს ექვსწლიანი გამოცდილება აკადემიური სწავლებასა და პროფესიულ ტრენინგებში. ამჟამად ალექსანდრე ჯეჯელავა არის თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე საინფორმაციო ტექნოლოგიების და ადამიანურის რესურსების დარგში და ასევე ბანკის გამგეობის წევრი. მანამდე ის იყო ”გაერთიანებული გლობალური ტექნოლოგიების” (UGT) გენერალური დირექტორის მოადგილე, ბიზნესის განვითარების დირექტორი ინტელექტბანკში; საქართველოს ეროვნული ბანკის აიტი უზრუნველყოფის განყოფილების უფროსი; საქართველოს სახელმწიფო საგადასახადო ინსპექციის, სომხეთის სახელმწიფო რეესტრის, ყირგიზეთის ნაციონალური ბანკის და სხვა სახელმწიფო და კერძო სტრუქტურების კონსულტანტად.