როგორც პრემიერ-მინისტრმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, თამარ სანიკიძემ მნიშვნელოვანი რეფორმები გაატარა განათლების სფეროში.
„მინდა, მადლობა გადავუხადო თამარ სანიკიძეს მნიშვნელოვანი სამუშაოებისთვის, რომელიც მან ამ პერიოდის განმავალობაში შეასრულა. ეს იყო უამრავი მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმატორული ნაბიჯები. განათლების სისტემის ხელმისაწვდომობის კუთხით, ხარისხის გაუმჯობესების კუთხით, ამ მნიშვნლეოვანი რეფორმების შედეგები სახეზეა. მინდა ვთქვა, რომ ქალბატონი თამარი შორს არ მიდის ჩვენ გუნდიდან, ის რჩება გუნდში და უახლოეს პერიოდში საუბარი გვექნება მის ახალ მანდატზე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
პრემიერ-მინისტრმა დღეს განათლების მინისტრად ალექსანდრე ჯეჯელავა წარადგინა.
კომენტარები