საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები ტარდება. ამომრჩეველს შესაძლებლობა აქვს სიაში საკუთარი მონაცემები გადაამოწმოს.
კერძოდ, მონაცემების გადამოწმება შესაძლებელია კომპიუტერის, პლანშეტის, მობილურის ან სწრაფი გადახდის აპარატის გამოყენებით ვებგვერდზე https://ems-voters.cec.gov.ge/
ასევე, შესაძლებლობა აქვს ჩამოტვირთოს აპლიკაცია Voters Georgia – Cesko. ( iOS , Android )
რაც შეეხება, თუ როგორ უნდა ნახოს ამომრჩეველმა მისი საარჩევნო უბნის მისამართი, ამისათვის შესაძლებლობა აქვს, ეწვიოს ვებგვერდს.
შესაბამის ველში უნდა შეიყვანოს პირადი ნომერი, გვარი და გაეცნოს მისი, ასევე ოჯახის წევრების მონაცემებს, რუკის საშუალებით ნახოს საარჩევნო უბნის მისამართი, ან დაუკავშირდეს ცესკოს კონტაქტ-ჰაბს ნომერზე – 2 51 00 51.
საქართველოში დღეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები მიმდინარეობს.