ეს არჩევნები არის ტოლფასი 2012 წლის არჩევნების. იმიტომ, რომ რეალურად საქართველოს მოსახლეობამ ყველაზე მთავარი არჩევანი უნდა გააკეთოს – გააგრძელოს ქვეყანამ განვითარება სწორი მიმართულებით და სიმშვიდეში თუ აირჩიოს ქაოსი, ის რაც ბურჭულაძის, სააკაშვილის გვერდში მდგომ ადამიანებს უნდათ, – განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ ფოტოგრაფმა გიორგი აბდალაძემ.
მისი თქმით, არჩევნები მიმდინარეობს მშვიდ გარემოში და არავის მისცემს ხელისუფლება იმის საშუალებას, რომ ქვეყანა არიოს.
„არის ადამიანთა ჯგუფი, რომელთაც სურთ ერთადერთი რამ, რომ არიოს ყველაფერი, ჩაიგდონ ისევ ძალაუფლება. „ორი გვამი“ – ამ გზას მიჰყვებიან და ცდილობენ, რომ შეცდომაში შეიყვანონ ბევრი ადამიანი. საღად მოაზროვნე ადამიანი ხედავს რეალურ მდგომარეობას. ჩვენს გარშემო რუკას, რომ დახედოთ ყველგან არის კატასტროფული მდგომარეობა. ჩვენს სამეზობლოს ვგულისხმობ. ჩვენ ვცდილობთ ამ ურთულეს სიტუაციაში გავიდეთ სამშვიდობოს. ეს ვეებერთელა სახელმწიფო, რომელიც მტრულად არის განწყობილი მაქსიმალურად ვცდილობთ დიპლომატიურად და ნელი ნაბიჯებით გავიდეთ და რაღაც შედეგს მივაღწიოთ, ისეთ შედეგს, როცა იგივე ოსს და იგივე აფხაზს თანამოქალაქეებს სურვილი გაუჩნდებათ იმისი, რომ ვისაუბროთ. თუ ჩვენ გავაგრძელებთ იმ გზას, რასაც წინა ხელისუფლება ატარებდა შედეგი იქნება იგივე, რაც იყო 2008 წელს. სხვა ტიპის მმართველობა ამ ადამიანებმა არ იციან. ჩემს საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი. გავლილი მაქვს უამრავ უსამართლობა. მთელი ბრძოლა ზუსტად იმაზეა, რომ შიში აქვთ წულუკიანის კომისიის, რომელიც ძალზედ მძიმე დასკვნებს დადებს კონკრეტულ მტკიცებულებებზე, რომელსაც მე იმედი მაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო გაითვალისწინებს და შესაბამის განაჩენს გამოუტანს იმ პოლიტიკურ ძალას, რომელსაც თავის არსებობის პერიოდში სიკეთე არ მოუტანია ქვეყნისთვის“, – განაცხადა გიორგი აბდალაძემ.