ესპანეთის ლიგა ენდესას მესამე ტურში გიორგი შერმადინის „ტენერიფემ“ „მურსიას“ უმასპინძლა და 96:80 დაამარცხა. ქართველმა კალათბურთელმა 22 წუთი ითამაშა, რა დროშიც 13 ქულა, 4 მოხსნა და 3 პასი მიითვალა.
ეროვნული ნაკრების ცენტრმა 8-დან 5 ორქულიანი და 3-დან, 3 საჯარიმო ჩააგდო, რის შედეგადაც მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი 18-ს გაუტოლდა.
„ტენერიფე“ 3 მოგებით ლიგა ენდესაში ლიდერია, მომდევნო ტურში კი 25 ოქტომბერს, „უნიკახას“ უმასპინძლებს.
კომენტარები