მოსამართლე ნათია გუჯაბიძეს საბჭო ბინის ფულს 2011 წლიდან 2015 წლის ივლისამდე უხდიდა. დაფინანსების შეწყვეტის გადაწყვეტილებას ხელს ლევან მურუსიძე აწერს.
„კურიერის“ ინფორმაციით ამ გადაწყვეტილებას შესაძლოა სწორედ ნათია გუჯაბიძის ქმედების სამართლებრივი გადაცდომა უძღოდა წინ. იუსტიციის საბჭოს წევრების განცხადებით, 2015 წელს საბჭოს ქირის შეწყვეტის მოთხოვნით თავად ნათია გუჯაბიძემ მიმართა.
რუსთავი 2-ის ადვოკატების განცხადებით კი ნათია გუჯაბიძეს ქირის გადახდა საბჭომ შეუწყვიტა, რადგან წევრებმა გუჯაბიძის მიერ ბინის ქირავნობის დეტალები შეიტყვეს.
კომენტარები