გენერალი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
“მივულოცო სანდრო გულუას ოფიცრის სამხრეები და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო საავიაციო სასწავლებლის 4-წლიანი სრული კურსის დამთავრება აშშ-ში.
საშუალოდ 15 წლის შემდეგ ის საჰაერო ძალების ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, შესაძლოა სარდალი უნდა გახდეს.
მე, როგორც არა რიგითი მოქალაქე, არამედ როგორც ყოფილი სარდალი და გენერალი, სამოქალაქო კონტროლს გავუწევ მის სამსახურს, რათა ასეთი კადრების გაფუჭება/
15 წლის შემდეგ 65 წლის ვიქნები. აბა დავთქვათ დრო.
ამ პერიოდში, იმედი მაქვს კიდევ ბევრი ახალგაზრდა დაამთავრებს მსგავს სამხედრო სასწავლებლებს და სანდრო გულუას კონკურენციას გაუწევენ.
რატომ ვწერ ამ პოსტს?
სანდროს ცხოვრებაში სწავლაზე გაცილებით რთული იქნება იდეალური სამხედრო სკოლიდან არმიის რეალობაში აღმოჩენა. მან ისწავლა აშშ-ის საჰაერო ძალების მაგალითზე და აღმოჩნდება საქართველოს საჰაერო ძალებში.
ასეთი ოფიცრის მისაღებად თვით ჩვენი ავიაციაც უნდა იყოს მზად. დეტალებს აღარ ჩავშლი. ვინც იცის რა არის სამხედრო სამსახური, ვინც იცის რა არის სასწავლებლის მერხიდან ჯარებში გადანაცვლება, ის გამიგებს.
ამიტომ, ამ ოფიცრის ჩვენს რეალობასთან ადაპტირება დღევანდელი და მომავალი სარდლების პირადი პასუხისმგებლობა
წარმატებულ სამსახურს ვუსურვებ სანდრო გულუას და ვულოცავ სწავლის წარმატებით დასრულებას!”-წერს გენერალი.