თეირანი თავის ბირთვულ ობიექტებს უფრო დიდი ძალით აღადგენს, – ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა, მასუდ ფეზეშქიანმა ირანის სახელმწიფო მედიას განუცხადა.
ფეზეშქიანმა ბირთვული ობიექტების აღდგენის შესახებ ქვეყნის ატომური ენერგიის ორგანიზაციაში ვიზიტის დროს ისაუბრა. ამასთან, ის ირანის ბირთვული ინდუსტრიის უფროს მენეჯერებს შეხვდა.
„შენობებისა და ქარხნების განადგურება ჩვენთვის პრობლემას არ შექმნის, ჩვენ მათ აღვადგენთ უფრო დიდი ძალით. ეს ყველაფერი ხალხის პრობლემების, დაავადებების, ჯანმრთელობის გადასაჭრელად არის განკუთვნილი“, – განუცხადა ირანის პრეზიდენტმა სახელმწიფო მედიას.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა ირანი არაერთხელ გააფრთხილა, რომ თუ თეირანი ივნისში შეერთებულმა შტატების მიერ დაბომბილი ობიექტების ხელახლა ამუშავებას შეეცდება, ირანის ბირთვულ ობიექტებზე ახალ თავდასხმებს განახორციელებს.
