სერბეთი მზადაა ევროკავშირს იარაღი მიჰყიდოს იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს იარაღი უკრაინაში მოხვდება, განცხადება სერბეთის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმა სერბული გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
აღსანიშნავია, რომ სერბეთი რუსეთის უკრაინის ომთან მიმართებით, ნეიტრალიტეტს ინარჩუნებს და აცხადებს, რომ ბელგრადი უკრაინას იარაღს პირდაპირი გზით არ მიაწვდის და რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს არ უერთდება.
„თუ სად გაიგზავნება ჩვენი იარაღი – ამას მყიდველები თავად გადაწყვეტენ. შესაძლოა, მიმღებ ქვეყნებს შორის იყოს უკრაინაც“, – აღნიშნა ვუჩიჩმა.
კომენტარები
