დიდი ბრიტანეთის პოლიცია, კემბრიჯში , მატარებელში მომხდარ დანით თავდასხმას ტერორიზმის შემთხვევად არ განიხილავს. გამოძიების შედეგად, რომელიც კონტრტერორისტულ სამსახურთან ერთად მიმდინარეობდა, ტერორისტული ფაქტორი არ გამოიკვეთა.
პოლიციამ ფაქტზე ორი ეჭვმიტანილი დააკავა, თუმცა ერთ-ერთი მალევე გაათავისუფლა. საქმეზე ეჭვმიტანილის სტატუსით დაკავებული მხოლოდ 32 წლის კაცი რჩება. მისი მოტივები ამ დროისთვის უცნობია.
ინციდენტი მატარებელში გუშინ მოხდა. თავდასხმისას დაშავებული 10 ადამიანიდან, ორის მდგომარეობა მძიმეა.
კომენტარები
