ავღანეთში 6.3 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, ათი ადამიანი დაიღუპა, 260-მდე კი დაშავდა. აღნიშნულის შესახებ სააგენტო „როიტერი“ წერს.
მიწისძვრა ავღანეთის ჩრდილოეთით, ერთ-ერთ ყველაზე დასახლებულ ქალაქთან ახლოს მოხდა. ეპიცენტრი მაზარ-ე-შარიფთან იყო, რომლის მოსახლეობაც დაახლოებით 523 000-ს შეადგენს.
ხელისუფლების წარმომადგენლები ვარაუდობენ, რომ დაღუპულთა და დაშავებულთა რიცხვი გაიზრდება.
ცნობისთვის, მიმდინარე წლის აგვისტოში, ავღანეთში მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე, 2200 ადამიანი დაიღუპა და ათასობით დაშავდა.
კომენტარები
